ქართულ-ევროპული საზოგადოების წევრები გერმანიაში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

არა რუსულ კანონს! საქართველოს მომავალი ევროპაშია! – ქართულ-ევროპული საზოგადოების წევრები გერმანიაში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან და სპეციალურ მიმართვას ავრცელებენ

“ჩვენ ქართულ-ევროპული საზოგადოების წევრები გერმანიაში სოლიდარობას ვუცხადებთ და ვუერთდებით ჩვენი თანამემამულეების პროტესტს ანტიევროპული კანონის წინააღმდეგ. საქართველოს გზა ისტორიულად ყოველთვის იყო ევროპული. ევროპული არჩევანი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით არის განმტკიცებული. ეს არის ჩვენი ერის ურყევი ნება. არა რუსულ კანონს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!” – ამბობენ ქართული სათვისტომოს წევრები გერმანიაში.

banner
წინა სტატიაშიწინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია ახალგაზრდების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სწავლობს