სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ინფორმაციით, ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ახალ წლამდე ორი დღით ადრე დაიწყება.

,,ყველა საჯარო სკოლაში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს, ოთხშაბათ დღეს დაიწყება და ორი კვირა გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 15 იანვარს, პარასკევ დღეს განახლდება,”- განაცხადა ლია გიგაურმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ზამთრის არდადეგების გამოცხადებას, არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღებს თავად უნივერსიტეტების ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

 

 

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დავით ბორჩაშვილს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაერდოღანი – დიახ ჩვენ ჩამოვაგდეთ რუსული სამხედრო თვითმფრინავი