სასამართლომ დავით ბორჩაშვილს პატიმრობა შეუფარდა

news
ავტ.: news ნოემბერი 24, 2015 14:38

სასამართლომ დავით ბორჩაშვილს პატიმრობა შეუფარდა

ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ღუდუშაურის კლინიკაში მსჯელობდა, სადაც ამ წუთებში დაკავებული იმყოფება. ბორჩაშვილი რამდენიმე თვის წინ მიყენებული ჭრილობის გართულების გამო მკურნალობს. შესაძლოა მას დღეს ოპერაციაც ჩაუტარდეს. ადვოკატები ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და ამბობენ, რომ სამქეში ორი დღის წინ გავრცელებული ვიდეომასალების გარდა მტკიცებულება არ დევს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ბორჩაშვილი საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს. დავით ბორჩაშვილს 10-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

news
ავტ.: news ნოემბერი 24, 2015 14:38