სკანდალური ექსკლუზივი – ვის და რა მიზნით შეხვდა ვანო მერაბიშვილი ზუგდიდში?!

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყოფილი მმართველი პარტია, ახალ სკანდალში ეხვევა. მართალია, ამის შესახებ ხმა დიდი ხანია დადის, მაგრამ ახლა, „თაიმერს“ ექსკლუზიურად ჩაუვარდა ფოტომასალა, რომელიც ადასტურებს, რომ შს ყოფილი მინისტრი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში აქტიურად არის ჩართული.

კერძოდ, ფოტომასალაში, რომელიც „თაიმერს“ ექსკლუზიურად მოაწოდეს, ნათლად ჩანს, რომ მერაბშვილი ზუგდიდში იმყოფება, სადაც ყოფილ ძალოვანებსა და „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივ წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც გასაიდუმლოებული იყო, „თამერის“ წყაროს ექსკლუზიური ინფორმაციით, მერაბიშვილმა მასპინძლებს სთხოვა, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მხარი ლევან ხაბეიშვილს დაუჭირონ. მერაბიშვილი ფოთშიც იმყოფებოდა.

სხვათა შორის, მერაბიშვილის კულუარებში აქტიურობა ენმ-ს თავის დროზე, ძალიან ძვირი დაუჯდა, ანუ 2012 წლის არჩევნების დროს, ალბათ, გახსოვთ, მერაბშვილი პრემიერის თანამდებობას იკავებდა. კულუარებში არსებობს ვერსია, რომ მაშინ ვანომ მიშას უღალატა და „ოცნების“ მხარეს გადავიდა. ახლაც დადის ხმები, რომ მერაბიშვილი ენმ-ში წყლის არევას „ოცნების“ სასარგებლოდ ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიIndependent: ზელენსკი 24 თებერვლის შემდეგ სიცოცხლის ხელყოფის 12-ზე მეტ მცდელობას გადაურჩა
შემდეგი სტატია“ ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა” – შეხვედრა წალენჯიხის საკრებულოში