სკანდალი: როგორ სძალავენ პოლონეთში სამუშოდ წასვლის მსურველებს ფულს

პოლონეთის ეროვნული ვიზის მიღების მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, სავიზო დოკუმენტაციის წარდგენის მიზნით, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოში გასაუბრების თარიღის დასანიშნად ონლაინ რეგისტრაცია საიტზე https://secure.e-konsulat.gov.pl/ უნდა გაიაროს. ამ პროცედურას კონსულთან ვიზიტის დასაჯავშნა ჰქვია და ამ პროცედურის გავლა თვეში მხოლოდ სამჯერ, კერძოდ, თვის 10, 20 და 30 რიცხვებშია შესაძლებელი.

თაიმერს საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ კონსულთან ვიზიტის დაჯავშნა შეუძლებელია.
აი, რას ჰყვებიან ისინი:
„უმეტეს შემთხვევაში, ვიზიტის ჯავშანი დაკავებულია 20-30 დღით ადრე და განმცხადებლისთვის შესაძლებელია მხოლოდ თეორიულად დაჯავშნოს მოგვიანებითი ვიზიტი. ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეუძლებელია ამ დღეებში (სხვა დღეებში რამდენიც გინდა) არამცთუ რეგისტრაცია, არამედ, მისი გახსნაც. მოკლედ, უბრალო მოკვდავთათვის შეუძლებელია პოლონეთის საკონსულოს მიერ მითითებული ელექტრონულ მისამართით არც რეგისტრაცია და არც – კონსულთან ვიზიტის დაჯავშნა“.
მათივე განმარტებით, ვიზიტის ელექტრონული დაჯავშნის სისტემა დასავლეთის უმეტესი ქვეყნების, მაგალითად, აშშ-ის და გერმანიის საკონსულოებსაც აქვთ, თუმცა პოლონეთის საკონსულოსგან განსხვავებით, ამ ქვეყნების საკონსულოთა საიტებზე ამგვარი ელექტრონული რეგისტრაცია ძალიან მარტივი და საშუალო განათლების ადამიანებისთვის სრულიად ხელმისაწვდომია.
როგორც თაიმერს პოლონეთში სამუშაოდ წასვლის მსურველმა ქართველებმა უამბეს, ამ ფონზე აქტიურობენ და იფურჩქნებიან საშუამავლო ფირმები, რომლებიც მხოლოდ ხუთწუთიანი რეგისტრაციისთვის საქართველოს მოქალაქეებს 300-დან 500 ლარამდე სძალავენ.
„ყოველივე აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: საჯაროდ ხელმისაწვდომ ელექტრონულ მისამართზე რატომ აქვთ წვდომა მხოლოდ საშუამავლო ფირმებს და არა – ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებისთვისაც შექმნილია სწორედ ეს ელექტრონული სარეგისტრაციო შესაძლებლობა? ხომ არ არინ კორუფციაში ჩართულნი პოლონეთის საკონსულოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები?“ – კითხულობენ საქართველოს მოქალაქეები.
ერთ-ერთმა მოქალაქემ, როგორც იქნა, საკონსულოს ოპერტორს დაურეკე. საკონსულოს წარმომადგენელმა მას უთხრა, საიტს საშუამავლო ფირმები ბლოკავენ და თუ გინდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში  იჩივლეო.
იმედია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში პოლონეთის საკონსულო ამ საკითხს ერთობლივად მოაგვარებენ.

 

banner
წინა სტატიაშითუ ივანე მაჭავარიანს ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ეგეთ ადამიანს ჭრელ პერანგს აცმევენ
შემდეგი სტატიათიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა