თუ ივანე მაჭავარიანს ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ეგეთ ადამიანს ჭრელ პერანგს აცმევენ

თუ ივანე მაჭავარიანს ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ეგეთ ადამიანს ჭრელ პერანგს აცმევენ, – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის არმისვლას. ჭიჭინაძის თქმით, პრემიერ-მინისტრი იმდენად „ცარიელი ადგილია”, რომ ივანე მაჭავარიანსაც ვეღარ აკონტროლებს.

„ყველაფერი ფორმალობად იქცა. მაჭავარიანს ეტყობა აერია, სად იმყოფება. თუ ძველბიჭობა და „ბლატაობა“ უნდა, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ვინც სიტყვას არ ასრულებს, ჭრელ პერანგს აცმევენ და მათ რა სახელიც ჰქვიათ, ის უნდა დავარქვათ მასაც. მინისტრის სავარძელი კი არა, ეგეთ ადამიანებს თავიანთი ადგილი აქვთ, მაგრამ როგორც ვატყობ, მთელი მთავრობა ეგეთ ადამიანად იქცა. ვფიქრობ ისინი არამხოლოდ ოპოზიციის ან უმრავლესობის, არამედ არავის წინაშე აღარ თვლიან თავს ანგარიშვალდებულად, გარდა ივანიშვილისა,”- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე : ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული პრობლემები მკაფიოდ დაფიქსირდება
შემდეგი სტატიასკანდალი: როგორ სძალავენ პოლონეთში სამუშოდ წასვლის მსურველებს ფულს