სკანდალი – რა აკავშირებს ახალაიების კლანს 42 მილიონიან ტენდერთან?!

 

 

სკანდალური წერილი, რომელიც დღეს ჩაბარდა რამდენიმე ადრესატს:  საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ვახტანგ გომელაურს; საქართველოს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს; ქალაქ თბილისის მერს კახა კალაძეს; საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას; საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას;

წერილის ავტორები არიან: შ.პ.ს ,,ელფი’’-ის დამფუძნებლი და დირექტორი თინათინ პაპუაშვილისა და ადვოკატი  შალვა ხაჭაპურიძე.

„თაიმერი“ უცვლელად, კომენტარის გარეშე, გთავაზობთ ამ განცხადებას:

კომპანია ,,ელფი“ 2006 წლიდანეწევა კვებითი მომსახურეობის ბიზნესს, ჩვენთან დასაქმებულია 400-მდე  თანამშრომელი. ,,ელფი“ ფაქტობრივად ერთ-ერთი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო სერთიფიკატები: ISOO 9001-2008,ISOO 9001-2015 და HCCP.  2012 წ. დღემდე კომპანიის ბრუნვა შეადგენს 85 მილონ ლარზე მეტს, საიდანაც მხოლოდ დ.ღ.გ სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შეტანილია 13 მილიონამდე ლარი.კომპანია თავის საქმიანობაში გამოირჩევა მაღალი  პროფესიონალიზმით,რასაცადასტურებს არაერთი ჯილდო თუ სამადლობელოწერილი.

მიუხედავად წარმატებებისა კომპანიას გააჩნდა სირთულეებიც, რომლებიც წლების განმავლობაში გამოწვეული იყო  ბიუროკრატიული ბარიერებისაგან,რომელიც სამწუხაროდ დღესაც აქტიურ პრობლემას წარმოადგენს კომპანიისათვის.

კერძოდ: 2017 წლის 9 ივნისსბაღების სააგენტოს მიერ გამოცხადდა47 მილიონიანი, ელექტრონულიტენდერი,სკოლამდელ აღსაზრდელებისკვებთი მომსახურებაზე, რომელშიცსატენდერო კომისიის მიერ გამოვცხადდით გამარჯვებულად, მაგრამ მოულოდნელად, მერიის 4 თანამშრომლის:ბადრი გიორგიძის, ნანა ხატისკაცის, გაიოზ თალაკვაძისა და დავით მორალიშვილის ხელმოწერილი,გაურკვეველიწარმოშობის,,ფარატინაფურცელის“ საფუძველზე, რომელსაცარგააჩნიანომერი, არ არის შესრულებული მერიის ბლანკზე, არ არის რეგისტრირებული კანცელარიაშიდარაცმთავარიაარსადარაამითითებულიმიზეზები და გარემოებები, ტენდერი შეწყვეტილი იქნა. (იხ. მტკიცებულება, დანართი #1)

ჩვენთვის აშკარად ცხადი შეიქნა, რომ მერიის ჩინოვნიკთა გარკვეული ჯგუფი, მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბადრი გიორგიძის მეთაურობით,სავარაუდოდ კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ეს ტენდერი ჩვენთვის არ გადმოეცათ და გამარჯვებული კომპანია ტენდერიდან უკანონოდ გამოვეძევებინეთ. შესაბამისად ველოდებოდით  გიორგიძის შემდგომ უკანონო ქმედებებს.

2017 წ.  17 აგვისტოს, ბაღების სააგენტომ თავიდან გამოაცხადდა ელექტრონულიტენდერი, სკოლამდელ აღსაზრდელების კვებთი მომსახურებაზე,რომელშიც  მონაწილე  კომპანიამ „ემ გრუპ“-მა(რომლის დამფუძნებლები არიან ძმები გეგენავები) წარადგინესყალბი დოკუმენტაცია, მიიღეს არაკეთილსინდისისერი ქმედების გამო დისკვალიფიკაცია.შემდგომი განხილვის შედეგადგამარჯვებულადგამოვცხადდით შ.პ.ს ,,ელფი“.ამ დღიდან კვლავ განახლდა ჩვენი კომპანიის დევნა შევიწროება.კერძოდ  ბადრი გიორგიძე, იმავდროულად მიმდინარე სატენდერო კომისიის წევრი,  სისტემატიურად,უმიზეზოდ,კანონდარღვევით, კომპანიის წარმომადგენლების დასწრების გარეშე, ხელშეკრულების  დარღვევით    ახორციელებდა ბაღებიდან პროდუქტების გაურკვეველი მიზნებისათვის ამოღება-მოპარვას. თუმცა ე.წ. ამოღებებმა გიორგიძეს სასურველი შედეგი ვერ მოუტანა, რადგან ყველა პროდუქტის შემოწმებამ აჩვენა მათი ხარისხიანობა.

გიორგიძეს განზრახული ქონდა რა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღგმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს  შ.პ.ს. ..ელფი“-ს, როგორც არასასურველი კონკურენტის თავიდან მოცილება, კვლავ გააგრძელა კომპანია ელფის წინააღგმდეგ უკანონო საქმიანობა და  შედეგად ა. წ.  8 ნოემბერს, ყალბ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითგასცა აუდიტორული დასკვნა, სადაც ბაგაბაღების სააგენტოს ადანაშაულებს ჩვენს მიერ 2016-17წლებშიმოგებული ტენდერების ფასებით მანიპულირებაში. საინტერესოა,2016 წლის ტენდერი რატომ გაახსენდა გიორგიძეს  მხოლოდ 2017 წლის ნოემბერში?! ახალ ტენდერამდე რამოდენიმე კვირით ადრე? კითხვა რათქმაუნდა რიტორიკულია. გიორგიძემ ეს დოკუმენტი ისე, რომ არც სააგენტოს გადაუგზავნა რომელსაც უშუალოდ ეხებოდა ხსენებული დასკვნა და არც ჩვენ გადმოგვიგზავნა, გადასცა პროკურატურას შემდგომი რეაგირებისათვის. ამასთან ახლად არჩეულ მერს ბატონ კალაძესაც ამცნო, ვითომდა აღმოჩენილი დანაშაულის შესახებ. პროკურატურამაც არ დააყოვნა და ყოველგვარი გამოკითხვის, ექსპერტიზებისა და შესწავლის გარეშე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება. რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, უშუალოდ  21 დეკემბერს ანუ უმსხვილესი ტენდერის ჩატარების დღეს, ტენდერის დაწყებამდე 2 საათით ადრე ,,ელფის“ ოფისში მოავლინა 6 ზე მეტი გამომძიებელი, რომელთაც მოიცვეს ოფისის სამივე სართული,დაძაბულობის ფონზე ამოიღეს კომპანიის  დოკუმენტაციები და კომპიუტერული ტექნიკა სრულად. ფაქტია, ტენდერის მსვლელობის დღეს ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება კომპანიისთვის გამანადგურებელი ფაქტორი გახლდათ.ეს ფაქტი ჩვენი მხრიდან ფასდება  როგორც ბიზნეს საქმიანობისთვის ხელის შეშლა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი, როგორც არასასურველი კონკურენტების, უკანონო ქმედებებით თავიდან ჩამოშორებას. (იხ. მტკიცებულება, დანართი #2)

თუმცა უკანონობათა კასკადი და ბიზნესტერორიამით არ ამოიწურა და იმავე დღეს 21 დეკემბერს, მაშინ როდესაც პროკურატურა ,,ნადგურსცემდა“,,ელფი“-ს ოფისს, გიორგიძემ პარალერულად წერილით მიმართა თბილისის 171 ბაღს,ყველგან  კურიერი მივიდა და დირექტორებს ამცნო:  შიდა აუდიტისა და  მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ დაადგინა, რომ შ.პ.ს.,,ელფი’’ ხელშეკრულებით მოთხოვნილი ყველისა და კარაქის სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამო პროდუქტს აწვდიდაბაგა-ბაღებს 2017 წლის 18 სექტემბრიდან დღემდე. ამიტომ მან  ბაღებს მისცა წერილობითი  მითითება:

1) დააკისრონ პირგასამტეხლო შ.პ.ს ,,ელფი“-ს ხელშეკრულების ღირებულების0,1 % ოდენობით.

2) ბაღებმა არ გააფორმონ ელფთან დეკემბრის თვის კვებითიმომსახურების მიღება ჩაბარების აქტები და არ აუნაზღაურონ საერთოდ ამ თვის მომსახურეობა, რომელიც შეადგენს ჯამში 3,000,0000 ლარს.

3) ბაგა-ბაღმა ელფს არ დაუბრუნონ საბანკო გარანტია.(იხ. მტკიცებულება, დანართი #3)

გიორგიძის ზემოთხსენებული ქმედებები სცილდება კანონის ყველანაირ მოთხოვნებს, უფრო მეტიც, მის ქმედებაში აშკარად იკვეთება დანაშაულის ნიშნები. კერძოდ,,,სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების“ ფაქტი, ვინაიდან გიორგიძეს არანაირი უფლება არ ჰქონდა გაეცა ზემოთ ხსენებული ტიპის მითითება-დავალება. საქმე იმაშია, რომ შესყიდვების კანონმდებლობიდან გამომდინარე შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ყველა ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულების პირობებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში შემსყიდველი მხარე არის კონკრეტულად ბაგა-ბაღები, ყველა ცალცალკე (ელფთან გაფორმებულია 171 ხელშეკრულება) შესაბამისად ელფსა და ბაგა ბაღს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მერია არ წარმოადგენს არცერთ მხარეს. თითქოსდა „დანაშაული“, რომელსაც უთითებს გიორგიძე თავის წერილში (კარაქისა და ყველის ეტიკეტის შესახებ)  ელფსა და ბაგა ბაღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით არ არის დასჯადი, არცერთი მუხლი ხელშეკრულებისა არ ითვალისწინებს ეტიკეტირებასთან დაკავშირებით კომპანიის დასჯას. ასეთი დარღვევის არსებობის შემთხვევაში   სურსათის უვნებლობის სააგენტოსშეუძლიადააკისროს ჯარიმა მხოლოდპროდუქტის მწარმოებელ კომპანიას და არა ,,ელფს“. შესაბამისად ბაგა ბაღებთან მიმართებაში კომპანია ,,ელფი“-ზე არ ფიქსირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არანაირი საჯარიმო აქტი. ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად შესრულებაზე კონტროლს ანხორციელებს კონკრეტულად ბაღი და ა (ა) ი.პ. თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები. აქედან გამომდინარე მერიის მონიტორინგის სამსახური არ წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულების მაკონტროლებელ ორგანოს. 6.3 პუნქტით, თუ შემსყიდველის მიერ აღმოჩნდებოდა რაიმე დარღვევა ვალდებული იყო მომწოდებლისთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინა წერილობითი შეტყობინებით, რათა გამოესწორებინა წუნი. ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე:

  1. მას (მერიის მონიტორინგის სამსახურს) არ ქონდა შემოწმების უფლება.
  2. კომპანიაში დარღვევის აღმოფხვრის შესახებ არ მოსულა არანაირი წერილი.
  3. მის მიერ თანხების ანაზღაურების შეჩერებაზე და საგარანტიოს არ დაბრუნებაზე მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო.

 კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ხაზგასმით, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ეტიკეტირებაზე და არა პროდუქციის ხარისხზე, სხვადასხვა პროდუქცია და არა მარტო რძის პროდუქტი ხარისხზე შემოწმებულია მრავალჯერ,შედეგად კი არც ერთი დარღვევა არ არის დაფიქსირებული. რადგან გიორგიძემ ვერ შეძლო ბაღებში მრავალჯერადი შემოწმების მიუხედავად კომპანიის კანონიერი გზით შეჩერება და დაჯარიმება, გადაწყვიტააბსურდული და არაკანონიერი ქმედებებით ფინანსური კრიზისის წინაშე დაეყენებინა კომპანია.მერიის თანამშრომლის გიორგიძის ლოგიკით რძისა და ყველის ეტიკეტებისთვის, თურმე უნდა გადავიხადოთ 3 მილიონი ლარი!! კარგი ფასი და სამართალია! აფერუმ გიორგიძეს! (იხ. მტკიცებულება, დანართი #4)

ანუ ამ ტენდერის ანატომია გამოიყურება შემდეგნაირად:

არასასურველი კონკურენტის თავიდან მოცილების მიზნით:

  • მერიამ უკვე მოგებული ტენდერი ერთხელ უკანონოდ, ყოველგვარი მიზეზების გარეშე ჩაშალა. სადაც ფიგურირებდა მერიის აუდიტორული სამსახურის და იმავდროულად სატენდერო კომისიის წევრი ბადრი გიორგიძე.
  • გიორგიძე დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, უკანონოდ მოიპოვებსელფის პროდუქტებს,ცდილობს მოიძიოს რაიმე კომპრომატი და დაადანაშაულოს კომპანია უხარისხო პროდუქციის გამოყენებაში. ყოველივე ამით  ცუდი იმიჯი შეუქმნას კომპანიას, მაგრამ უშედეგოდ.ბატონ  კალაძეს კი აწვდის ცრუ ინფორმაციას, რომ კვებაში გამოყენებულია უხარისხო კარაქი და ყველი.რეალურად კი საუბარია პროდუქციის მწარმოებლის მიერ გამოყენებულ ეტიკეტზე და არა პროდუქციაზე. ბატონი კალაძის მოთხოვნის შემთხვევაში გიორგიძე ვერ წარუდგენს მსგავს დოკუმენტაციას რადგან ასეთი დოკუმენტი არ არის გაცემული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.  (იხ. მტკიცებულება, დანართი #4)
  • ა. წ. 08 ნოემბრს გიორგიძე გასცემს აუდიტორულ დასკვნას ბაგა-ბაღების სააგენტოზე, ტენდერისა ფასების წარმოქმნის სისწორეზე. დასკვნის შედეგსაგზავნის პროკურატურაში, იმავდროულად ბატონ კალაძეს აწვდის   კომპანიის საზიანო არასწორ ინფორმაციას და ცდილობს კომპანიის კომპრომეტირებას.
  • პროკურატურა თავის მხრივ ყოველგვარი წინასწარი კვლევის გარეშე, უსაფუძვლოდ და კანონის მოთხოვნათა იგნორირებით იწყებს გამოძიებას.
  • ასეთი გამიზნული მოსამზადებელი ,,სამუშაო“ ჩატარდა იმ მიზნით, რომ 21 დეკემბერს, ტენდერის ჩატარების დღეს კომპანიაზე ჯერ დარტყმა განხორციელებულიყო პროკურატურის მეშვეობით, შემდეგ ბაღების მეშვეობით 3 მილიონი ლარის დაბლოკვის გზით.გიორგიძის ბაგა-ბაღებისადმი გაგზავნილი წერილის საფუძველზე, ხდება კომპანიის კუთვნილი ფინანსების ხელოვნური, არაკანონიერი გზებით დაბლოკვა, რითაც კომპანია მიმდინარე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში დგება ფინანსური კრიზისის წინაშე. (ბაღების მხრიდან გიორგიძის უკანონო მითითებების შესრულების შემდგომ, კომპანია იძულებული გახდება მიმართოს სამართლებრივ მექანიზმებს და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე გაატაროს  ფინანსური სანქციები ბაგა-ბაღების მიმართ).
  • თუ ესეც არ გამოუვა გიორგიძეს და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, ჩვენი ინფორმაციით, ისინი აპირებენ მიმდინარე ტენდერის ჩაშლას.
  • ბოლოს მერიის მიერ საჯაროდ კეთდება არასწორი განცხადება, რომ ვითომდა ,,ელფის’’ საქმე პროდუქტის ხარისხიანობასთან დაკავშირებით გადაცემულია პროკურატურისათვის, რაც არასწორია და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათაელფის მიმართ შეიქმნას არაჯანსაღი გარემო. შედეგად კი ,,ელფი’’, როგორც არასასურველი კონკურენტი ჩამოშორდეს ტენდერს.  სინამდვილეში პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია ბაღების სააგენტოს მიერ ვითომდა ფასების მანიპულირებაზე და ჩვენ ვერ და არ გვეხება ეს საქმე.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე ხსენებული უწყებებსა და მათ ხელმძღვანელებს, გთხოვთ, მოახდინოთ ჩვენი, როგორც ბიზნეს კომპანიის უკანონო ქმედებებისაგან დაცვა, რადგანაშკარად სახეზე კანონიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

პროკურატურას ვთხოვთ, დაიწყოს გამოძიება ბადრი გიორგიძისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ჯგუფის უკანონო  საქმიანობის ფაქტზე საქართველოს ს.ს.ს.კ 332-ე მუხლით. (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)

 

wwww.timer.ge