ორ წელიწდში ჩვენ აქ ვიზეიმებთ პანამაქსის გემის შემოსლას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 24, 2017 14:40

ორ წელიწდში ჩვენ აქ ვიზეიმებთ პანამაქსის გემის შემოსლას

დღეს, 24 დეკემბერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ოფიციალური ღონისძიება იმართება. მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, კონსორციუმის მენეჯმენტი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ორ წელიწდში ჩვენ აქ ვიზეიმებთ პანამაქსის გემის შემოსლას, აქ მუშაობა არ გაჩერდება ერთი წუთით. ჩვენ ვიწყებთ 21-ე საუკნის საქართველოს ყველაზე დიდ პროექტს, რაც არის დასაწყისის ინდუსტრიის განვითარების და დიდი ცვლილებების დასაწყისი. ეს პორტი აბრეშუმის გზაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას და საუალებას მისცემს რეგიონის და არა მხოოდ რეგონის მაცხივრებლებს, რომ ახალი შესაძლებლობები გაიჩინონ, დასაქმდნენ და ეს არის რეალობა“, – აღნიშნა პრემიერ- მინისტრმა.

პროექტის მიხედვით, ანაკლიის ნავსადგურის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშოები 2017-2021 წლებში, 110 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე განხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს შესაძლებლობას მისცემს მიიღოს 10,000 კონტეინერიანი (TEU) პანამაქსის და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რომელთაც დღესდღეობით საქართველოში არსებული სხვა პორტები ვერ ემსახურება.

2021 წლისთვის ანაკლიის პორტის 900, 000-მდე TEU კონტეინერის და 1.5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გატარებას შეძლებს.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები მოიცავს:
• საზღვაო აკვატორიის 16 მეტრამდე დაღრმავებას.

• გრუნტის რეკლამაციას და 15 მილიონი კუბური მეტრი ინერტული მასალის ფსკერიდან ამოღებას, რომელიც პორტის სახმელეთო ტერიტორიაზე განთავსდება და უზრუნველყოფს 110 ჰექტარის ფართობზე ჭაობიანი მასების ამოვსებას (მოგვიანებით იგეგმება ჭაობის აღდგენა სხვა, შესაბამის ტერიტორიაზე).

• 1.6 კმ-იანი ტალღმტეხის აშენებას, რომლის გამაგრებაც ზღვაში 1.3 მილიონი ტონა ქვის გამოყენებით მოხდება

• 625-მეტრის სიგრძის, 2-ნავმისადგომიანი, მრავალფუნქციური ტერმინალის მშენებლობას, რომლის ფარგლებში 110 ჰექტარზე ბეტონის საფარის მოწყობა და დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა იგეგმება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა 540 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 24, 2017 14:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics