სკანდალი ბალდის კანიონის გარშემო – ბალდის კანიონინის “მცველებმა” დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე ამხილეს

სოფელ ბალდაში არსებული “კანიონ 350”-ის 40%-ის წილს ვალერიან მჭედლიძის დედა, ანი გიუნაშვილი, ფლობს. ხოლო ვალერიან მჭედლიძე იყო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, სწორედ იმ პერიოდში, როცა ბალდის კანიონი იჯარის წესით გასხვისდა. სკანდალური ინფორმაცია სოფელ ბალდაში კანიონის დასაცავად შექმნილმა ჯგუფის წევრებმა გაავრცელეს.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ბალდას გუშინ ბიომრავალფეროვნების შეფასების ჯგუფი სტუმრობდა, რათა გარემოზე ზეგავლენის შეფასება მომხდარიყო, თუმცა პროტესტით განწყობილმა მოსახლეობამ სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფი კანიონზე არ შეუშვა.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი ბალდა ხალხის პროტესტის ეპიცენტრია. მოსახლეობა “კანიონ 350”-ის პროექტის შეჩერებასა და ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.

“კანიონ 350” კი სწორედ ის კომპანიაა რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტომ ბალდის კანონი 40 წლის ვადით იჯარით გადასცა.

 

banner
წინა სტატიაში“ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება” – სამადაშვილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე
შემდეგი სტატიაწულუკიანს დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო