“სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი კარტელური გარიგებებისა და კორუფციის ფაქტებზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

“სიტროენ ჯორჯიას” ხელმძღვანელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ლევან გაჩეჩილაძის სიძე, გიორგი შარაშიძე საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს. შარაშიძე ამბობს, რომ მათი განცხადების საფუძველზე კარტელური გარიგებებისა და კორუფციის ფაქტებს არ იძიებენ.

გიორგი შარაშიძე ე.წ. კარტელურ გარიგებებში სპორტის ყოფილ მინისტრს ტარიელ ხეჩიკაშვილს ადანაშაულებს. მისი თქმით, ხეჩიკაშვილმა კარტელურ გარიგებებში შესვლა შესთავაზა, უარის შემდეგ კი “სიტროინ ჯორჯია” უსაფუძვლოდ ბაზრიდან გააძევა.

შარაშიძე ამბობს, რომ ყველა ბიზნესს, რომელიც ე.წ. “ატკატს” არ იხდის ხელისუფლება ავიწროებს.

განცხადებები შარაშიძემ ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” სხდომაზე გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილება, შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს
შემდეგი სტატიადაკავებების შემთხვევაში უფრო გაიზრდება ადამიანების გაღიაზიანება და შესაძლოა, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანოს – პანკისის ხეობის მკვიდრი