სირიელმა ბიზნესმენმა ერდორანს რუსეთის და ისლამური სახელმწიფოს ნავთობკავშირების შესახებ უპასუხა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 7, 2015 13:08

სირიელმა ბიზნესმენმა ერდორანს რუსეთის და ისლამური სახელმწიფოს ნავთობკავშირების შესახებ უპასუხა

სირიელმა ბიზნესმენმა ერდორანს რუსეთის და ისლამური სახელმწიფოს ნავთობკავშირების შესახებ უპასუხასირიელმა ბიზნესმენმა ჯორჯ ჰესუანმა, რომელსაც რუსეთის მოქალაქობაც აქვს, თურქეთის პრეზიდენტის ბრალდება უარყო, რომელიც სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის შეძენის ფაქტებს და რუსულ კავშირებს ეხება.
“მე ვამტკიცებ, რომ სირიის სახელმწიფოს ერთი ბარელი ნავთობიც კი არ უყიდია ისლამური სახელმწიფოსგან, და არც ჩემგან” – განაცხადა ჰესუანმა. მან ახსნა, რომ ნათობსადენის დაზიანების გამო ისლამური სახელმწიფოსგან ნავთობის შეძენა მხოლოდ ავტოცისტერნებით არის შესაძლებელი, ამიტომ ამის დაფიქსირება ადვილი იქნებოდა, ინფორმაცია სინამდვილეს რომ შეესაბამებოდეს, ამის მიუხედავად, არავის არანაირი ფოტო-მტკიცებულება არ გააჩნია.
მისივე თქმით, ბიზნესმენის წინააღმდეგ მიმართული ყველა ბრალდებას ერთადერთი წყარო აქვს – სირიული ინტერნეტ გამოცემა, რომელმაც ერთი წლის წინ გამოაქვეყნა მასზე მასალა. ამ მასალის ნიადაგზე ბიზნესმენი ევროკავშირის და აშშ-ს სანქციების სიაში მოხვდა. “მე უკვე დავიწყე ევროკავშირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს” – განაცხადა ბიზნესმენმა.
მისი თქმით, ერთადერთი, რაშიც მას ადანაშაულებენ, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან მეგობრობაა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 7, 2015 13:08

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics