სირიელმა აქტივისტებმა იდლიბზე განხორციელებული ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაცია უარყვეს

სირიელმა აქტივისტებმა იდლიბზე განხორციელებული ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაცია უარყვეს, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა. ვაშინგტონის თქმით, ქიმიური შეტევის უკან ბაშარ ასადის არმია დგას “ჩვენ მსგავსი თავდასხმის მტკიცებულება არა გვაქვს” – “ადამიანის უფლებების სირიის სადამკვირვებლო საბჭომ” გაავრცელა -წერს  “დოიჩე ველე”.
იგივეს აცხადებს ჰუმანიტარული დაჯგუფება “თეთრი ჩაფხუტები”, რომელიც ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მუშაობს. მათი ინფორმაციით, ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნიათ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტმა 21 მაისს გაავრცელა, რომ ასადის არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენა და რომ მიმდინარე მომენტში ვაშინგტონი ინფორმაციას ამოწმებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დედაქალაქში მარკეტებიდან, საავადმყოფოებიდან და სამშობიაროებიდან ხალხის ევაკუაცია მიდის
შემდეგი სტატიასააკაშვილი ზელენსკის უკრაინული მოქალაქეობის აღდგენას სთხოვს