სააკაშვილი ზელენსკის უკრაინული მოქალაქეობის აღდგენას სთხოვს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ახალ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის უკრაინული მოქალაქეობის დაბრუნებას სთხოვს – ამის შესახებ “ინტერფაქს-უკრაინას” სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა. თავის წერილში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ მთავრობისგან არ ელოდება არანაირ თანამდებობას და პრეფერენციას, მაგრამ იმედი აქვს, რომ სამართლიანობას აღადგენენ და მის უფლებებს დაიცავენ. სააკაშვილი , ასევე, ამატებს, რომ ზელენსკის, შეუძლია მესაზღვრეებს უბრძანოს რომ მათ ის ქვეყანში შეუშვან, რომ სააკაშვილს სასამართლოზე საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა მიეცეს.

მიხეილ სააკაშვილი 2018 წლის თებერვალში გააძევეს უკრაინიდან. მას 2021 წლამდე არ შეუძლია ქვეყანაში შესვლა.

banner
წინა სტატიაშისირიელმა აქტივისტებმა იდლიბზე განხორციელებული ქიმიური შეტევის შესახებ ინფორმაცია უარყვეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა