სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა

სირიაში პანკისელი ადამ გუმაშვილი დაიღუპა. ცნობა მისი დაღუპვის შესახებ ერთი წლის წინ გავრცელდა, თუმცა ოჯახმა ეს ინფორმაცია მხოლოდ ახლა დაადასტურა.

ადამ გუმაშვილმა პანკისი 5 წლის წინ დატოვა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

44 წლის ადამ გუმაშვილი ხეობაში ცნობილი მწერლის და უხუცესთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, სულეიმან გუმაშვილის შვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ადამ გუმაშვილი სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერად ითვლებოდა.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს