სირიაში ორი რუსი სამხედრო დაიღუპა

სირიის პროვინცია დეირ-ეზ-ზორში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ორი რუსი სამხედრო კონტრაქტორი. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
რუსი სამხედროები აცილებდნენ ავტომანქანების კოლონას, როდესაც ისლამური სახელმწიფოს შეიარაღებულმა პირებმა ნაღმსატყორცნიდან ცეცხლი გახსნეს. ერთი სამხედრო ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე ჰოსპიტალში გადაიყვანეს მრავლობითი ჭრილობებით. რუსი სამხედროს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილისთვის არავის აუკრძალავს უკრაინაში შესვლა
შემდეგი სტატიააფხაზეთში დაკარგული ტურისტის მპოვნელს მილიონ რუბლს სთავაზობენ