სააკაშვილისთვის არავის აუკრძალავს უკრაინაში შესვლა

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში “Рух Нових Сил” აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ოდესის ადმინისტრაციის ყოფილი მეთაურისთვის არავის აუკრძალავს. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის ოფიციალურ საიტზე.
აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა წერილობით მოთხოვნაზე მიიღო ოფიციალური პასუხები უკრაინის უშიშროების საბჭოდან, ეროვნული პოლიციიდან, იუსტიციის სამინისტროდან და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან.
ასე მაგალითად, უკრაინის უშიშროების საბჭოდან მიღებულ პასუხში ნათქვამია, რომ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ეროვნული პოლიციიდან გამოგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ პარტია “Рух Нових Сил”-ის თავმჯდომარე ე.წ. ავტომატიზირებულ აღრიცხვაზეც კი არ ფიქსირდება.
უკრაინის იუსტიციის სამინისტროდან მიღებულ წერილში კი ხაზგასმულია, რომ მოთხოვნა სააკაშვილის გადაცემის თაობაზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან ამ უწყებაში მიღებული არ არის.
სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ უკრაინის კომპეტეტნტური ორგანონოებიდან დავალება სააკაშვილის არშეშვების თაობაზე მას არა აქვს.
“ასე რომ, არ არსებობს მიხეილ სააკაშვილისთვის 10 სექტემბერს გამშვებ პუნქტ ” კრაკოვეცში” უკრაინის საზღვრის გადალახვის ხელისშემშლელი არანაირი ფაქტორი. ნებისმიერი მცდელობა არ შეუშვან სააკაშვილი უკრაინის ტერირირიაზე შეიძლება ჩაითვალოს როგორც ქვეყნის კანონის დარღვევა და დანაშაულებრივი ქმედება”, – აცხადებენ პარტია “Рух Нових Сил”-ის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაში,,მე ვიქნები თქვენი სატელიტი ადგილობრივ მთავრობასთან”- მაჟორიტარობის კანდიდატი წალენჯიხელებს მიმართავს
შემდეგი სტატიასირიაში ორი რუსი სამხედრო დაიღუპა