„სირცხვილიას“ წარმომადგენლები სააკაშვილის მხარდამჭერებს პარლამენტთან, სცენის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან „სირცხვილიას“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პარლამენტის კიბეებთან, სცენის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ. ისინი სააკაშვილისა და სხვა პირების გათავისუფლებას ითხოვენ.

„სირცხვილიას“ ლიდერებმა სააკაშვილის მხარდამჭერებს ტერიტორიის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს, თუმცა ისინი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრები უნდა გაათავისუფლოს.

როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა სცენიდან აქციის მონაწილეებს მიმართა, აქცია არ დაიწყება, ვიდრე სააკაშვილის მხარდამჭერები სცენის ტერიტორიას არ დატოვებენ.

წინა სტატიაში„ქართული ოცნება“ პირობების შესრულებას არ აპირებს – თუ ვინმეს უნდა, რომ ეს მოთხოვნები შესრულდეს, აქციაზე უნდა მოვიდეს – ჯაფარიძე
შემდეგი სტატია“უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ!”-ზელენსკიმ ქართველ ხალხს მიმართა