„სირცხვილია“ როგორც ეხმარება ხოლმე ხელისუფლებას სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში, ისე ჩემი კოლეგები შეცდომებით ხშირად არიან „ქართული ოცნების“ შეცდომების ერთადერთი გამამართლებელი – მეგრელიშვილი

„სირცხვილია“ როგორც ეხმარება ხოლმე ხელისუფლებას სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში, ისე ჩემი კოლეგები საკუთარი შეცდომებით ხშირად არიან „ქართული ოცნების“ კატასტროფული შეცდომების ერთადერთი გამამართლებელი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„შეიძლება, ჩემი გადმოსახედიდან კოლეგების ჩხუბის კამპანია შეცდომაა და მათი გადმოსახედიდან მუშაობის ერთადერთი გზაა, გააჩნია მიზანი რა არის. მაგრამ თუ მიზანი ის არის, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში რაიმე პოზიტიური როლი ვითამაშოთ, ეს არათუ შეცდომაა, არამედ ოპოზიციის მხრიდან ამ პროცესში არმონაწილეობა ძალიან მძიმე შეცდომაა. იდეაში, ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის, დეპოლარიზაციის მათი მხრიდან დასრულება. ჩემი აზრით, „ქართულ ოცნებას“ ეხმარებიან, როგორც „სირცხვილია“ ეხმარება ხოლმე ხელისუფლებას სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში, ისე ჩემი კოლეგები საკუთარი შეცდომებით ხშირად არიან „ქართული ოცნების“ კატასტროფული შეცდომების ერთადერთი გამამართლებელი“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველო ისტორიულ გზაჯვარედინზეა, EU-ს ინსტრუქციები ნათელია, შესაძლებლობების ფანჯარა პატარა – კრამონი