ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს, ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს მცდელობას, რომ საქართველოს წინააღმდეგ რამე ზომები გატარდეს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი ატარებს, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომია.

„ვხედავთ კამპანიას, გემი შემოვიდა თუ არ შემოვიდა, სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა თუ არა, ეს ყველაფერი აბსოლუტური სიყალბე გამოდის. ეს ყველაფერი არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი. რასაც ვხედავთ, ეს ყველაფერი არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი, როცა ქვეყნის საინფორმაციო დისკრედიტირება ხდება იმის მოლოდინში, რომ იქნებ, რაიმე რეაქცია გამოვიწვიოთ რომელიმე ქვეყნის თუ ორგანიზაციის და ამით საქართველოს ხელისუფლება შევასუსტოთ. სამწუხაროდ, ამ პოლიტიკას აწარმოებს ოპოზიციის ნაწილი. მთავარია, ეს პოლიტიკა ვამხილოთ და მხარი არ დავუჭიროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზოგადად, სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს, დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ – იოსელიანი
შემდეგი სტატია„სირცხვილია“ როგორც ეხმარება ხოლმე ხელისუფლებას სამოქალაქო პროტესტის ჩახშობაში, ისე ჩემი კოლეგები შეცდომებით ხშირად არიან „ქართული ოცნების“ შეცდომების ერთადერთი გამამართლებელი – მეგრელიშვილი