“სირცხვილია” დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს

მოძრაობა “სირცხვილია” პროკურატურის მიერ მათი წევრებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს. საქმე ეხება 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზაციის ოფისზე თავდასხმას.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ უარს ჯერ ზემდგომ პროკურორთან, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში გაასაჩირვებენ. მათი თქმით, საქართველოში სამართლებრივი ბერკეტების გამოყენების იმედი არ აქვთ, ამიტომ თუ სასურველი შედეგი არ დადგა ფაქტს სტრასბურგშიც გაასაჩივრებენ.

მოძრაობის წევრების უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა” იცავს. იურისტი ამბობს, რომ პროკურორის დასაბუთება ცინიკურია – ის განმარტავს, რომ 4 წევრს დაზარალებულის სტატუსი არ მიენიჭა, რადგან არ დასტურდება, რომ ისინი დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე: მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – დღევანდელი ხელისუფლება არის ჰუმანური, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება