ტიკარაძე: მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს

ვხედავთ, რომ ბავშვებში არის მომატებული ინფიცირება და მნიშვნელოვანია, მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს და დაიცვან საკუთარი შვილები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ვხედავთ, რომ ბავშვებში არის მომატებული ინფიცირება და მნიშვნელოვანია მშობლები მაქსიმალური ყურადღებით მოეპყრონ რეგულაციებს და დაიცვან საკუთარი შვილები. დღესდღეობით ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ბავშვების დაცვა. თუ მსოფლიო პრაქტიკა მიიღებს გადაწყვეტილებას ბავშვების ვაქცინაციასთან მიმართებაში, საქართველოც შეუერთდება ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა სწავლის დაწყების პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე მსჯელობა ჯერ ადრეა.

„რაც შეეხება სწავლის პროცესს, ამასთან დაკავშირებითაც მსჯელობა რა თქმა უნდა, შედარებით ადრეა გამომდინარე იქედან, რომ ჯერ არის აგვისტოს დასაწყისი. სწავლა საქართველოში იწყება 15 სექტემბრიდან და ჯანდაცვის სამინისტრო თავისი რეკომენდაციებით მაქსიმალურად ეცდება, ინფექცია იყოს იმდენად დასტაბილურებული, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ საშუალება ადგილზე განათლების მიღების“, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპულ საქართველოს”, “გირჩი-მეტი თავისუფლებასა” და “დროას” თბილისში ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატები ეყოლებათ
შემდეგი სტატია“სირცხვილია” დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს