“სირცხვილი თქვენ, სირცხვილი, მაიმუნები ხართ”- მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა

region
ავტ.: region ივნისი 2, 2019 12:42

“სირცხვილი თქვენ, სირცხვილი, მაიმუნები ხართ”- მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა

“სირცხვილი თქვენ, სირცხვილი, მაიმუნები ხართ” – ასეთი შეძახილებით შეხვდნენ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის გამოტანილ განაჩენს ბრალდებულების ახლობლები.

დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობდა. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.

„არ იყო იმის საფუძველი, რომ გამოტანილიყო პატიმრობა. აშკარად იყო მინიმუმ იმის საფუძველი, რომ გირაო დაკმაყოფილებულიყო. ისეთი არგუმენტაცია იყო დაცვის მხარის მიერ წარდგენილი რომ ამის 100%-იანი საფუძველი იყო,“-განაცხადა გოგა ლომაძის ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა.

ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა. პროკურორის განცხადებით სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა ყველა საჭირო მტკიცებულება.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია. დასაბუთებული იყო ჩვენი შუამდგომლობა. აჭარის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში კვლავ მიმდინარეობს გამოძიება ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, შესაბამისად აღნიშნული გამოძების ფარგლებში შესაძლოა გამოვლინდეს დანაშაულის ჩამდენი პირები,“-განაცხადა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

თავად ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას ბათუმის ყოფილმა მერმა და მერიის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები ორი დღის წინ დააკავეს. მათ გამოძიება ბიუჯეტიდან თანხის მითვისებასა და გაფლანგვას, ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

region
ავტ.: region ივნისი 2, 2019 12:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics