ამბროლაურის სოფელ გოგოლათს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სოფელ გოგოლათში განაცხადა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა და სიტყვით მიმართა.

„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ სოფელს მივანიჭებთ ეროვნულ კატეგორიას. ჩვენ დავიწყებთ აქ მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ისე, რომ სოფელი შეინარჩუნებს თავის პირვანდელ სახეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს უნიკალური კულტურა, ტრადიციები, არქიტექტურა შევუნახოთ არამხოლოდ ჩვენს მომავალ თაობებს, არამედ შევინახოთ შემდეგი საუკუნეების განმავლობაში. ამ სილამაზეს, რასაც თქვენ უყურებთ, აქვს რამდენიმე საუკუნის ისტორია. ჩვენი ვალდებულებაა, ის შევუნარჩუნოთ მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, სოფელი გოგოლათი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ატრაქცია არამხოლოდ რაჭაში, არამედ საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“სირცხვილი თქვენ, სირცხვილი, მაიმუნები ხართ”- მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდებას ხმაური მოჰყვა