სინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება.

„27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი კონსტიტუციურ პროექტზე რიგგარეშე სხდომაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაპირველად ხდება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით