პირველად ხდება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე, – ამის შესახებ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის.

”დღეს ჩვენ ვიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც აგებულია ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუციაზე. პირველად ვიღებთ ჩვენ ასეთ კონსტიტუციას საქართველოში. ჩვენ გვქონდა ნეგატიური და უარყოფითი საკონსტიტუციო ტრადიცია. ყოველთვის, როდესაც იცვლებოდა კონსტიტუცია, იცვლებოდა მმართველი ძალის სასარგებლოდ. პირველად ხდება, როდესაც ცვლილებები ტარდება არა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით და ინტერესების რეალიზებისთვის. ეს არის ახალი საკონსტიტუციო კულტურის დამკვიდრება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისინოპტიკოსების ცნობით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
შემდეგი სტატიაავღანეთში დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა