სიმონიშვილი – პრემიერი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გახარიას აკისრებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერი პოლიტიკური ქულების დასაწერად 20 ივნისზე პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სიმონიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ხალხს ატყუებს.

„პრემიერი ხალხს უტიფრად ატყუებს, პოლიტიკური ქულების დასაწერად ტელევიზიაში ყოფილ პრემიერს აკისრებს 20 ივნისზე პასუხისმგებლობას, მაგრამ დაზარალებულების პროცესზე შსს მოდის და იმას ამბობს, არაფერ შუაში ვართ ჩვენო. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”, – წერს სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 692 თბილისში, 292 იმერეთში, 220 კახეთში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაადვოკატი მეგის ქარდავას მიმართ გამოტანილი ხუთი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს