სიმონიშვილი – ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და თუ ხელისუფლების პოზიცია განსხვავებული იქნება, იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

„როდესაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ არგუმენტებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, ფაქტია, რომ ეს საკითხი ასე კომპლექსურად არ შესწავლილა. შეისწავლა მხოლოდ ამ კონსილიუმმა და არ გავქვს იმის საფუძველი, რომ ეს დასკვნა ეჭვქვეშ დავაყენოთ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ განსხვავებული პოზიციები უნდა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს, თუმცა რასაც ვხედავთ, ფაქტია, რომ საფუძველი არაა, რომ ამ დასკვნაში ეჭვი შევიტანოთ. მეტიც, ვფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირულოვსი – მიშას გადაყვანის გადადება აღარ შეიძლება არც ერთი დღით
შემდეგი სტატია“ოცნების” დეპუტატი ლომჯარიაზე – ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არ არის