“ოცნების” დეპუტატი ლომჯარიაზე – ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არ არის

“ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არ არის”. – ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას.

“კონკრეტულად რა მანიპულაცია სჭირდება და რას ვერ უკეთებენ? რამე სჭირდება და არ უკეთებენ? დაიწყოს მერე ჭამა, უნდა დაიწყოს ჭამა. ყველა პატიმარმა რომ შიმშილი დაიწყოს და მოითხოვოს, გადამიყვანეთო, რა არის? არაჩვეულებრივი პატიმარია? მერე რა რომ ექსპრეზიდენტია საქართველოს მე-3 პრეზიდენტია, რომელსაც უამრავი დანაშაული მიუძღვის ჩვენი ერის წინაშე. ძალიან ბევრი დანაშაული. სახალხო დამცველის დასკვნას არ ვენდობი, მაქვს ამის უფლება. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საკითხებზე არ ამოუღია ხმა სახალხო დამცველს. იცით, ვინ შიმშილობს? ელენე ხოშტარია. მიხეილ სააკაშვილის ათასნაირი გადაპრანჭული შიმშილობა, კარგით, რა…” – ამბობს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშისიმონიშვილი – ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიახობში 12 წლის ბიჭზე 38 წლის კაცმა სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა