სიყვარული და მიტევება – ისევე როგორც ამ ეპისტოლეში, ყველა წინა ეპისტოლეშიც იყო უწმინდესის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოების მიმართ – დავით ბაქრაძე

„ეპისტოლეს ძირითადი ნაწილი იყო იმაზე რაც ძალიან აკლია დღეს ჩვენ საზოგადოებას და რაზეც მუდმივად საუბრობს უწმინდესი, ეს გახლავთ სიყვარული, ეს გახლავთ მიტევების უნარი ერთმანეთის მიმართ, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ ქართველებმა, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრება და უნდა ვისწავლოთ, რომ ყველა ერთად ვცხოვრობთ და ვაშენებთ ერთ ქვეყანას. სიყვარული და მიტევება ისევე როგორც ამ ეპისტოლეში, ყველა წინა ეპისტოლეშიც იყო უწმინდესის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საზოგადოების მიმართ. გარდა ამისა რათქმაუნდა მნიშვნელოვანი იყო ის ნაწილი სადაც მან ისაუბრა განათლებაზე, ვინაიდან ერთ-ერთი მართლაც პრობლემური საკითხი დღეს საქართველოში არის განათლების გაუმჯობესება. ამიტომ როგორც ყოველთვის უწმინდესის ეპისტოლე იყო იმ თემებზე რაც აწუხებს საზოგადოებას და განვმეორდები: მთავარი ჩემთვის, ისე როგორც ყველა მის წინა ეპისტოლეში იყო მოწოდება სიყვარულის, მიმტევებლობის, მოთმინების და ერთად დადგომი შესახებ. ეს არის ის რაც ძალიან ჭირდება საქართველოს“-აცხადებს დავით ბაქრაძე.

 

ილია II-ის საშობაო ეპისტოლე

banner
წინა სტატიაშიალილოს მსვლელობა – თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე : სირთულეები დიალოგის საფუძველზე უნდა მოგვარდეს, ამისთვის მზად ვართ