Siemens-მა ერაყში მრავალმილიარდიანი კონტრაქტი მიიღო

გერმანულმა კონცერნმა Siemens ერაყში მრავალმილიარდიანი კონტრაქტი მიიღო – კვირას, 21 ოქტომბერს კომპანიის და ერაყის ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ქვეყნის ელექტრო სისტემის გაზრდასთან დაკავშირებით. საუბარია, ერაყში ოთხი წლის მანძილზე 11 გიგავატის წარმოებაზე, რაც, Siemens-ის თქმით, ერაყის ახლა არსებული ელექტროსიმძლავრის ნახევარია.
ხელშეკრულების დადება სათუო იყო. აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამი ერაყის ხელისუფლებაზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდა, რომ შეკვეთა ამერიკულ კომპანია General Electric-ს მიეღო. თუმცა, გერმანული კონცერნი ერაყს დამატებით დაჰპირდა კორუფციასთან ბრძოლაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ახალი სკოლების აშენებაში დახმარებას – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიბერლინი, პარიზი და ლონდონი საუდის არაბეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაოკუპანტების მიერ გატაცებული ლომისის მამათა მონასტრის ბერმონაზონი და მრევლის წევრი გაათავისუფლეს