ბაღდათი-თბილისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშისიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ქართველი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიალომჯარია – თითოეული მოქალაქის მოვალეობაა ევროპული მომავლის და ქვეყნის დაცვა