სიახლე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2021-22 სასწავლო წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს სწავლას უნივერსიტეტი დაუფინანსებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს, რომელთაც სტუდენტობის პერიოდში მაღალი აკადემიური მოსწრება ექნებათ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, წარმატების შესაბამისად, სწავლას დაუფინანსებს, – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტი სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას.
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული მხარდაჭერა 2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ახალგაზრდებზე გავრცელდება.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს 2020-21 სასწავლო წლების იმ ფაკულტეტების სიას, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფინანსებული.
გთავაზობთ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
„ბევრი თქვენგანი წერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ფეისბუქის გვერდზე (პირადი მიმოწერა) იმის შესახებ, თუ რომელი საბაკალავრო პროგრამები დაფინანსდება 2021/2022 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ.
2021/2022 სასწავლო წლის დაფინასებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამ პროგრაგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უნივერსიტეტს მხოლოდ წლევანდელი ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ, აგვისტოს თვეში ექნება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
თუმცა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩამონათვალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იმ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომელსაც ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმწიფო აფინანსებდა.
გარდა ამისა, აბიტურიენტებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წარმატებულ და მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწავლის საფასურს დაუფინანსებს!
ბოლო 5 წლის მანძილზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი:

მშენებლობის საბაკალავრო პროგრამა
ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამა
გეოინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამა
სამთო და გეოინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო პროგრამა
გეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
მეტალურგიის საბაკალავრო პროგრამა
მასალათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა
ქიმიის საბაკალავრო პროგრამა
სამრეწველო ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
მექანიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამა
ბიოსამედიცინო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
საინჟინრო ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა
მართვის სისტემების, ავტომატიზაციისა და ტესტ-ინჟინერინგის საბაკალავრო პროგრამა
აგრარული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა
სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამა
აგროინჟინერიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა
მევენახეობისა და ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
მეცხოველეობის საბაკალავრო პროგრამა
აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა აბიტურიენტს წარმატებას გისურვებთ!

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიკობახიძე – ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას სჭირდება მოგვარება
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ვიწყებთ მზადებას 15 მაისისთვის დაგეგმილი აქციისთვის