კობახიძე – ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას სჭირდება მოგვარება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და მას სჭირდება მოგვარება.

კობახიძის თქმით, კრიზისის გადასაჭრელად მცდელობას არ დააკლებენ.

„ხელოვნური კრიზისიც კრიზისია და ამას სჭირდება მოგვარება, ბუნებრივია, ამისთვის ჩვენ ცდას არ დავაკლებთ. ჩვენ გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე გვექნება ჩვენი მცდელობები კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიებთან. შეიძლება, იყოს ინდივიდუალურ რეჟიმში, შეიძლება – კოლექტიურ რეჟიმში, ვნახოთ, ჩვენ გვექნება მცდელობა და კონსტრუქციული მიდგომა ყველა თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე რურუაზე – ვინც არაა პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა
შემდეგი სტატიასიახლე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში – 2021-22 სასწავლო წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს სწავლას უნივერსიტეტი დაუფინანსებს