შვედმა გულშემატკივრებმა ნიჟნი ნოვგოროდში ყველა ლუდი დალიეს

შვედეთის ნაკრების გულშემატკივრებმა, რომლებიც ნიჟნი ნოვგოროდში კორეის წინააღმდეგ მატჩს ესწრებოდნენ, ადგილობრივ ბარებში ყველა ლუდი დალიეს – Sportbladet-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შვედები გიტარაზე უკრავდნენ, სიმღერებს მღეროდნენ და მოწინააღმდეგის ფანატებს ხმამაღალ ყვირილში ეჯიბრებოდნენ. კაფეებში ლუდი და ყავა მატჩის დაწყებამდე დამთავრდა. “ზოგიერთ ადგილებში ლუდი გუშინ უკვე აღარ იყო. ქალაქში არასდროს ყოფილა მსგავსი რამ, ამიტომ კაფე-ბარების მფლობელებმა არ იცოდნენ როგორ მომზადებულიყვნენ” – შვედეთის საფეხბურთო კავშირის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მარტინ ფრიდმანმა ჟურნალისტებს უთხრა.
სულ ნიჟნი ნოვგოროდში დაახლოებით შვიდი ათასი შვედი გულშემატკივარი იყო.

banner
წინა სტატიაშიტრამპი კიმ ჩენ ინს დარეკვას დაპირდა, მაგრამ არ დაურეკა
შემდეგი სტატიაგლდანში შუახნის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა