ტრამპი კიმ ჩენ ინს დარეკვას დაპირდა, მაგრამ არ დაურეკა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს დარეკვას დაპირდა, მაგრამ არ დაურეკა – “სიენენი” ავრცელებს. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სარა სანდერსმა დაადასტურა, რომ ორი ქვეყნის ლიდერს შორის სატელეფონო დიალოგი არ შემდგარა, ამავე დროს, სანდერსს ამის მიზეზი არ დაუსახელებია.
15 ივნისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან კიმ ჩენ ინს საკუთარი ტელეფონის ნომერი მისცა და რომ მასთან დარეკვას აპირებს. “ახლა მე მას შემიძლია დავურეკო და ვუთხრა “მოკლედ, ჩვენ პრობლემა გვაქვს” – ტრამპის სიტყვები Reuters-მა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ და საფრამგეთმა ევროკავშირის უსაფრთხოების საბჭოს შექმნა გადაწყვიტეს
შემდეგი სტატიაშვედმა გულშემატკივრებმა ნიჟნი ნოვგოროდში ყველა ლუდი დალიეს