შვედი სტუდენტი, რომელმაც ავღანელი მიგრანტის გამო თვითმფრინავი შეაჩერა, დააჯარიმეს

21 წლის შვედი სტუდენტი ალინ ერსონი, რომელმაც ავღანელის დეპორტაციის გამო პროტესტის ნიშნად უარი თქვა თვითმფრინავში დაჯდომაზე, 3 000 კრონით (324 ევრო) დააჯარიმეს – “ბიბისი” წერს.

4ივნისში ერსონმა დამოუკიდებლად შეუშალა ხელი ავღანელი მიგრანტის დეპორტაციას და უარი თქვა დაჯდომაზე. გოგონა პროტესტს ტელეფონით იღებდა, ვიდეომ 13 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. სტუდენტი ამბობდა, რომ ავღანეთში არსებული სიტუაციის გამო დეპორტირებული ავღანელი სამშობლოში დაიღუპებოდა.

საბოლოოდ, ავღანელმა და სტუდენტმა თვითმფინავი დატოვეს. ამავე დროს, თვითმფრინავში დარჩა მეორე ავღანელი, რომელიც ციხეში ყოფნის შემდეგ თავის ქვეყანაში გაადეპორტეს. ავღანელი, რომელიც სტუდენტის გამო შვედეთში დატოვეს, 2018 წლის ივნისში გაადეპორტეს.

banner
წინა სტატიაშიჩინეთისთვის განკუთვნილი რუსული С-400 განადგურებულია
შემდეგი სტატიაევროკავშირის სააგენტომ 400 ტონა ფალსიფიცირებული შამპუნი ამოიღო