შურისძიება მრევლზე – ჭყონდიდის ეპარქიაში სკანდალები გრძელდება

ავთანდილ ხვინგია, რომელიც მეუფე პეტრეს მრევლის წევრია, შევიწროებაში სდებს ბრალს ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიის მიტროპოლიტს გრიგოლ კაციას. მისი განცხადებით, კაცია სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო აფრთხილებს მას და მოუწოდებს შეწყვიტოს მეუფე პეტრეს მხარდაჭერა. ავთანდილ ხვინგიას თქმით, გრიგოლ კაცია დაინტერესებულია მის წინააღმდეგ კომპრომატების ძიებით, რათა არ შეუშვან იგი ეკლესიაში. „კაციას არავინ ეკითხება შევალ თუ არა ეკლესიაში. ეკლესია არის ტაძარი ღვთისა, წმინდა სავანე, სალოცავი სახლი, შესაკრებელი ერისა, ქრისტეს სხეული, სახელი და სძალი მისი“, – ამბობს ავთანდილ ხვინგია.

ავტორები:აკო ქიქავა, ბერდია კალანდია

ექსკლუზივი

 

https://youtu.be/jTSMZM92j6U

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიასურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს