შსს – წყლის ჭავლი არა საპატრულო პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა გამოიყენა

“წყლის ჭავლი გამოიყენა არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა. ვაჟა სირაძე კი თავის დანაყოფზე საუბრობდა “- ამის შესახებ შსს-ში აცხადებენ.

ინფორმაციის დაზუსტება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენება უარყო.

“ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება, მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად პოლიციური ძალები გამოვიდა და აღნიშნული პირები ჩამოიყვანა რუსთაველის გამზირზე ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის,”- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

banner
წინა სტატიაში“რა უნდა მოვთხოვო საერო ხელისუფლებას…როდესაც მოძალადე იაკობი რჩება მოქმედ ეპისკოპოსად”
შემდეგი სტატია“აქციაზე არის ხალხის ნაკლებობა, რადგან ადამიანებისთვის სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია”