“აქციაზე არის ხალხის ნაკლებობა, რადგან ადამიანებისთვის სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია”

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მმართველ გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო და დღესაც არის აზრთა სხვადასხვაობაა.

„გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით იყო და დღესაც არის აზრთა სხვადასხვაობა. დეპუტატთა ნაწილი ემხრობა პროპორციულ სისტემას, ნაწილი მომხრეა, დარჩეს შერეული, არსებული საარჩევნო სისტემა, რომელიც ასევე დემოკრატიულია. არის დეპუტატთა ნაწილი, ვინც ითხოვს სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, ესეც დემოკრატიულია. შესაბამისად, დღეს რატომ არის, რომ ადამიანები არ გამოდიან აქციაზე? არის ხალხის ნაკლებობა, რადგან დღეს სხვა პრობლემები აწუხებთ ადამიანებს, სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია და მოსაგვარებელია მათთვის, ვიდრე საარჩევნო სისტემა.2012 წელს, როდესაც პარტია „ქართული ოცნება“ კოალიციით მოვიდა ხელისუფლებაში, ზუსტად ეს საარჩევნო სისტემა იყო. დააბრალო საარჩევნო სისტემას არჩევნებში მოგება ან წაგება, ეს არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. არსებული სისტემითაც, მითუმეტეს „აირაის“ კვლევები გამოქვეყნდა და ორჯერ, თუ სამჯერ მეტი აქვთ მთლიან ოპოზიციას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე“, დაველოდოთ არჩევნებს და არჩევნების გზით მოსახლეობა მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია სურს, იხილოს ქვეყნის მმართველად და რომელი იხილოს პარლამენტში“ ,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს – წყლის ჭავლი არა საპატრულო პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა გამოიყენა
შემდეგი სტატია“მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დემონტაჟი გამორიცხულია”