შსს-სთან გამართულ აქციაზე გიორგი გაბედავა დააკავეს

აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან – სამართალდამცავებმა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავა დააკავეს.

გიორგი გაბედავას აქციის ფარგლებში ეკავა პლაკატი მინისტრის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებით, რომლის შენახვაც სამართალდამცავებმა მოსთხოვეს. გიორგი გაბედავამ მათგან განმარტება მოითხოვა, რის დროსაც დააკავეს.

დაკავებული ასევე შს შენობის წინ საბურავების დაწვას გეგმავდა, ამის უფლება კი მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები 25 ოქტომბერს ნუცუბიძის ფერდობზე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის დაკავების სრული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილს ალავიძე შეცვლის?!
შემდეგი სტატიასავალუტო ჯიხურში ახლაგაზრდა გოგონას ცხედარი იპოვეს