შსს-ს წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა
ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე
სიცოცხლე“ – ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და
მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს. აქციაში სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური
სამმართველოს ხელმძღვანელები და პირადი შემადგენლობა მონაწილეობდნენ.

სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ ღონისძიებაში
რეგულარულად მონაწილეობს და მომავალშიც გააგრძელებს. აქციაში შინაგან
საქმეთა სამინისტროს ჩართულობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული
ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის
შემცირება.

ვირუსის ბლოკატორები