ბოლნისში მოქალაქემ იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
ბოლნისის რაიონულ სამმართველოში მოქალაქემ საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით
ჩააბარა. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

1976 წელს დაბადებულმა ზარბადი ო.-მ პოლიციის სამმართველოში წარმოადგინა და
ჩააბარა 3 ჭურვი, 2 ხელყუმბარა, 1 საკვამლე კოჭა, ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღის 3 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა.

მოქალაქე, რომელიც იარაღას ნებაყოფლობით ჩააბარებს, საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის
თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინაში პოლიციის მობილური ოფისები ამოქმედდება
შემდეგი სტატიაშსს-ს წარმომადგენლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს