შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბადრი ესებუას ძმა დააკავეს

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბიძინა ესებუა დააკავეს.

ბიძინა ესებუა 21 ოქტომბერს ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმაა.

შსს-ში ბიძინა ესებუას დაკავების ფაქტს ადასტურებენ. ამასთან, უწყებაში არ აკონკრეტებენ, რას უკავშირდება მისი დაკავება. უწყების ცნობით, დეტალებთან დაკავშირებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრ ლუკაშენკოსა და მისი შვილს, ვიქტორ ლუკაშენკოს შვეიცარიაში შესვლა ან შვეიცარიის გავლით გადაადგილება აკრძალული აქვთ
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ოქმებით ვერ დგინდება გაყალბების მასშტაბი