ჯაფარიძე – ოქმებით ვერ დგინდება გაყალბების მასშტაბი

„სამართლიანი არჩევნები“ ითვლის ოქმებს და შეიძლება მართლა ჰქონდა რაღაც მათემატიკური შეცდომა დაშვებული, მაგით არსებითად არაფერი იცვლება,​ – ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ოქმებით ვერ დგინდება გაყალბების მასშტაბი, მაგალითად მაგით შეუძლებელია, დაადგინო კარუსელები, რომელიც სავარაუდოდ ტრიალებდა, რაზეც მიუთითებს დისბალანსი ოქმებში და უბნების დიდი რაოდენობა არის, სადაც ბიულეტენების ნაკლებობაა, მაგას ხომ ვერ დაადგენ. ჩემი აზრით, ოპოზიციის პოზიციებს ეს არ ცვლის“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გუშინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბადრი ესებუას ძმა დააკავეს
შემდეგი სტატიაკობახიძე – შემაშფოთებელია ის გახშირებული ანტიამერიკული და ანტიევროპული თავდასხმები, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია გამოირჩევა