შსს-ს მიმართ კითხვები მაქვს – გია ცერცვაძემ საზღვარი როგორ გაიარა და დაკავება როგორ მოხდა – ინაშვილი

news
ავტ.: news იანვარი 24, 2017 13:37

შსს-ს მიმართ კითხვები მაქვს – გია ცერცვაძემ საზღვარი როგორ გაიარა და დაკავება როგორ მოხდა – ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ინტერესდება, ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ცერცვაძემ საქართველოს საზღვარი როგორ გაიარა და უკრაინაში მისი დაკავება როგორ მოხდა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია, თავისი ქვეყნის მოქალაქე დაიცვას და თუნდაც დანაშაულის შემთხვევაში, საკუთარი კანონმდებლობით გაასამართლოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ კითხვები მაქვს, რაც ეხება იმას, ამ ადამიანმა საზღვარი როგორ გაიარა და მისი დაკავება უკრაინაში როგორ მოხდა. იმედი მაქვს, კითხვებს პასუხი გაეცემა”,- განაცხადა ინაშვილმა.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

სააპელაციო სასამართლოში ქართველი სამხედროს გია ცერცვაძის ადვოკატებმა კიევის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომელმაც რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დაკავებულ სამხედროს, 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

news
ავტ.: news იანვარი 24, 2017 13:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,189
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics