ქართველი სამხედროს საქმე – რა პოზიცია აქვს უკრაინის გენპროკურატურას ცერცვაძის შესახებ

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ონინი აცხადებს, უკრაინულმა მხარემ საქართველოს პროკურატურას ქართველი ოფიცრის გია ცერცვაძის საქმეზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, უკრაინულ მხარეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ვინაიდან გია ცერცვაძე ინტერპოლის მიერ, წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

მისივე თქმით, ქართველ მესაზღვრეებს უნდა ჰქონოდათ მონაცემები, რომელსაც ინტერპოლი ყველა ქვეყანასა და სასაზღვრო უწყებაში აგზავნის.

ონინის განცხადებით, ცერცვაძის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურორსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის საუბარი შედგა. საუბარი ასევე, შედგა ევგენი ენინსა და გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძეს შორის.

„გვსურს, მივმართოთ ინტერპოლის ფაილების კონტროლის კომისიას, რომ გაარკვიონ, მოხდა თუ არა საფუძვლიანი მოკვლევა ცერცვაძის საქმის, სანამ ის საერთაშორისო ძებნას გადასცეს. თუ არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ ეს პოლიტიკური, ან სამხედრო დანაშაულისთვის დევნაა, ასეთ შემთხვევაში, ინტერპოლის წესდება პირის ძებნაში გადაცემას კრძალავს. როგორც იცით, სასამართლომ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. ვიცით, რომ ის ომში მონაწილეობდა. როგორც კი ეს ფაქტი დადასტურდება, უკრაინის პროკურატურა მის გათავისუფლებას მოითხოვს“, – განაცხადა ევგენი ონინმა.

გენერალური პროკურორის მოადგილე განმარტავს, რომ უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

აფხაზეთისა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით, ერთი კვირის წინ დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა 13 წლის შემდეგ, გასული წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიგოგონათა გენიტალიების დამახინჯება დასჯადი ქმედება ხდება
შემდეგი სტატიაშსს-ს მიმართ კითხვები მაქვს – გია ცერცვაძემ საზღვარი როგორ გაიარა და დაკავება როგორ მოხდა – ინაშვილი