შსს-ს კამპანიის ფარგლებში საქართველოში 20-მდე ზებრა გადასასვლელი მოიხატა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 23, 2017 09:49

შსს-ს კამპანიის ფარგლებში საქართველოში 20-მდე ზებრა გადასასვლელი მოიხატა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ – ფარგლებში, 20-მდე ზებრა გადასასვლელი მოიხატა. შსს-ს ინფორმაციით, აქციას საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები: მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, მხატვრები, სტუდენტები და მოსწავლეები შეუერთდნენ.

„ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად 20-მდე „ზებრა“- გადასასვლელი მოიხატა.

ბათუმის მერიის მხარდაჭერით, ერას მოედანთან მდებარე „ზებრა“-გადასასვლელი ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რუსთაველისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთასთან მდებარე გადასასვლელი კი – ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოხატეს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მაისი 23, 2017 09:49