მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

“მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა და ასობით ადამიანი დაშავდა”– ამის შესახებ იტყობინება უცხოური მედია. კონცერტზე მყოფი მაყურებლის დიდ ნაწილს ბავშვები და ახალგაზრდები შეადგენდნენ. აფეთქების შედეგად არ დაშავებულა ამერიკელი პოპმომღერალი არიანა გრანდე. ამის შესახებ მედიას მისმა წარმომადგენელმა განუცხადა.

შეგახსენებთ, მანჩესტერ არენაზე, სადაც პოპმომღერლის კონცერტი მიმდინარეობდა, აფეთქება მოხდა. ამ დროისათვის, პოლიციამ უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომხდარს 19 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.

NBC-ის ინფორმაციით მანჩესტერზე აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოახდინა.

მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ანტიტერორისტულ განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

<

 

banner
წინა სტატიაში(video) მანჩესტერ არენაზე ორი აფეთქება მოხდა-დაღუპულია რამდენიმე ადამიანი
შემდეგი სტატიაშსს-ს კამპანიის ფარგლებში საქართველოში 20-მდე ზებრა გადასასვლელი მოიხატა