შსს-ს ინფორმაციით, დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, რა ბრალდებით არიან აქციის მონაწილეები დაკავებული.

დედაქალაქის მერიასთან “ნაციონალური მოძრობის” აქცია სამი საათია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეები თბილისის მერიისგან საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილების 21 ოქტომბრამდე შეჩერებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გრაფიკი განისაზღვრა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები – გენერალური აუდიტორის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივაციის ეჭვებს აჩენს