ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის გრაფიკი განისაზღვრა

საპარლამენტო კომიტეტები „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს განიხილავენ. კანონმდებლები ასევე, იმსჯელებენ „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტსა და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონპროექტზე.

დღესვე, ბიურომ საორგანიზაციო საკითხები განიხილა, მათ შორის, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც თანდართული აქვს – ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო კანონპროექტი – „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ ბიუროს წევრებს, საბიუჯეტო კანონის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები და პარლამენტის კომიტეტებში, კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის პირველადი განხილვის გრაფიკი გააცნო. რეგლამენტის თანახმად, პროექტის განხილვა არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა დასრულდება. 22 ოქტომბერს კი დოკუმენტი საქართველოს მთავრობას წარედგინება.

პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილ „2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილის ინფორმაციით მას სუს-ის თანამშრომლებმა სცემეს
შემდეგი სტატიაშსს-ს ინფორმაციით, დედაქალაქის მერიასთან მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს